როგორც ჯადაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, დღეს, ბრიფინგზე განაცხადა „სინოფარმის“ გამოყენება ვაქცინაციის პროცესში 4 მაისს დაიწყება იმის მიუხედავად, მიიღებს თუ არა ვაქცინა ჯანმოს ავტორიზაციას.
„კვირის ბოლომდე წესით წინასწარი რეკომენდაცია გვეცოდინება. შესაძლოა, დრო დასჭირდეს ჯგუფს გადაწყვეტილების მისაღებად, რაც ჩვენს შემთხვევაში ვაქცინაციის პროცესს არ შეაფერხებს. „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება 4 მაისიდან. ის ავტორიზებულია 35 ქვეყანაში, 200 მლნ დოზაზე მეტი აქვს „სინოფარმის“ მწარმოებელს გაცემული და ფართო მოცვა არსებობს. მისი უსაფრთხოების შესახებ კითხვის ნიშნები არ არის. ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციას და ვფიქრობ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაც მალევე დაეწევა ამ პროცესს, თუ არ დაასწრებს“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.