როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია რუსთავი 2 -ის ეთერში განაცხადა, საქართველოსთვის Covid 19-ის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ დამატებით 600 000 დოზა გახდება ხელმისაწვდომი.
"სინოფარმის დამატებითი დოზები იქნება. ჩვენ უკვე გვაქვს დამატებით 100 000 დოზაზე ხელმისაწვდომობა, ივნისში დამატებით 250 000 დოზას ველით, თუმცა მოლაპარაკება კიდევ დამატებით 250 000 დოზაზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთო ჯამში, იმ რაოდენობის გარდა, რომელიც დღეს სრულიად დაჯავშნილია, ჩვენ კიდევ ხელმისაწვდომი 600 000 დოზა გვექნება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.