global distribution
გარე ავეჯი

ძვირფასო ქართველებო, გულითადად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! შვედეთი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად რჩება, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის საელჩო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ვაგრძელებთ ქართველი ხალხისა და მისი ევროპული მისწრაფებების მიმართ მტკიცე მხარდაჭერას“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.

137