შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია "ტვ1"-ის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ტელეკომპანია "ტვ1"-ის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. დაინიშნა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპეტიზა, გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში. ოჯახის წევრებს გამოძიების მიერ შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა", - ნათქვამია განცხადებაში.