საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური შიომღვიმის მონასტერთან მომხდარი შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საპატრიარქოს ცნობით, შიომღვიმის მონასტრიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არ დაზიანებულა მონასტერი.
„როგორც ირკვევა, მონასტრის მიმდებარე კლდიდან პერიოდულად ხდება ხოლმე ქანების ჩამოშლა. ხოლო წელს კი შედარებით მასშტაბურ ინციდენტს ჰქონდა ადგილი.
ამ დროისთვის ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები“, – აღნიშნულია განცხადებაში.