global distribution
გარე ავეჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ლუგარი სწავლობს ინდური შტამის პირველ სავარაუდო შემთხვევას. ამ დროისთვის მიმდინარეობს კვლევა, საბოლოო პასუხი ჯერ სპეციალისტებმა არ იციან. 
 
"შესწავლა მიმდინარეობს, მაგრამ დადასტურებული არ გახლავთ. ყველგან არის შესაძლებელი გამოვლინდეს [ინდური შტამი], საქართველო გამონაკლისი არ არის. უახლესი პროგნოზირებით, თანდათან, შესაძლებელია, ევროპაში ბრიტანული შტამი ჩაანაცვლოს ინდურმა შტამმა," - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. 
 
საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს პაატა იმნაძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ რამდენიმე საეჭვო შემთხვევის კვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს.  
 
 
 
2308