დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ქვეყანაში ეპიდვითრება უმჯობესდება, თუმცა მომდევნო დღეები სურათს კიდევ უფრო ნათელს გახდის.
როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, კორონავირუსი ნელი ტემპით, თუმცა კლებისკენ მიდის.
"ეპიდსიტუაციის ყველა ინდიკატორი, ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე, რეპროდუქციის ინდექსი, დადებითობის მაჩვენებელი ძალიან ნელა, მაგრამ იკლებს. დღეს, წინა კვირის შესაბამის დღესთან შედარებით დაახლოებით 2 ათასზე მეტით არის კლება, ასევე, გუშინდელ ახალ შემთხვევებთან შედარებით სერიოზული კლებაა. დარწმუნებული ვარ, შაბათ-კვირასაც, შესაბამისი შემცირების ტენდენცია გაგრძელდება. ეს ეტყობა ასევე მოსახლეობის მიმართვიანობას ტესტირების პუნქტებისადმი, ასევე ეტყობა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს. ანუ, მოკლედ რომ მოგახსენოთ, ეპიდსიტუაციას გაუმჯობესების ტენდენცია აქვს. ვნახოთ, როგორი დინამიკით და რა სისწრაფით გაგრძელდება ეს," - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
წყარო : რუსთავი 2