ვმუშაობთ, წელიწად-ნახევარი კი ბევრია, შეიძლება, მაგრამ შეიძლება დავიჭიროთ, შეიძლება ვერ დავიჭიროთ", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა.
"ხვალვე დავიჭერ ან ერთ თვეში... ხშირად იყო ოპოზიციისგან, რომ დროზე თქვით რამდენ ხანში დაიჭერთო, მაგას ვერავინ გეტყვის. მე რომ ვთქვა, რამდენ ხანში დავიჭერთ, ვინც საქმის პროფესიონალია, დამცინებენ. აქედან გამომდინარე, ესებუაზე აქტიურად ვმუშაობთ", - განაცხადა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ ბადრი ესებუა საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში შეიჭრა. მან ბანკიდან ნახევარ მილიონ დოლარის გატანა და მიმავლა მოახერხა.