საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შაორის ტბაში სამაშველო ღონისძიებების შედეგად, მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
მათივე ცნობით, გარდაცვლილი უკვე იდენტიფიცირებულია.
გარდაცვლილი მოზარდია. სკოლის მოსწავლე შაორის ტბაზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი რაჭაში ექსკურსიაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის სკოლიდან იმყოფებიდა. მოსწავლეებს თან მშობლები და მასწავლებლები ახლდნენ. ბიჭი სურათის გადასაღებად ქვაზე ავიდა, ფეხი დაუცდა და გადავარდა.