global distribution
გარე ავეჯი

 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საირიგაციო წყლის მომხმარებლებისათვის პრაქტიკული გზამკვლევები გამოაქვეყნა, რომლებშიც საირიგაციო წყლის მოხმარების წესები, ფერმერებისთვის წყლის მიწოდების, მცირე წყალაღებისა და წყალმომარაგების განრიგების შეთანხმების პროცესებია ასახული.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისია ავრცელებს.
მათი ცნობით, საირიგაციო წყლის მიწოდების წესების შესაძლო დარღვევის შემთხვევაში, ფერმერს შეუძლია მიმართოს სემეკს იუსტიციის სახლის ნებისმიერი ფილიალის მეშვეობით.
„სემეკი მოუწოდებს საირიგაციო წყლის მომხმარებლებს, თვითნებურად არ გამოიყენონ საირიგაციო წყალი, რადგანაც თვითნებური მორწყვა იწვევს წყლის დეფიციტს სხვა ფერმერებისთვის. საირიგაციო წყლის მიწოდებისთვის ფერმერმა უნდა მიმართოს საქართველოს მელიორაციის კომპანიას.
საირიგაციო წყლის მიწოდების წესების შესაძლო დარღვევის შემთხვევაში, ფერმერს შეუძლია მიმართოს სემეკს იუსტიციის სახლის ნებისმიერი ფილიალის მეშვეობით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
გზამკვლევები განთავსებულია სემეკის ვებგვერდზე: https://gnerc.org/ge/user-page/irigatsia
187