სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 2.6 ლარით შემცირდა და 250.9 ლარი შეადგინა. რაც შეეხება საარსებო მინიმუმის წლიურ ცვლილებას, გასული წლის აპრილთან შედარებით წელს საარსებო მინიმუმი 3.6 ლარით არის გაზრდილი.
საქსტატის მონაცემებით, აპრილში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 2.3 ლარით შემცირდა და 222.2 ლარი შეადგინა.
ზოგადად, საარსებო მინიმუმის ზრდა ინფლაციის დონესთანაა დაკავშირებული, ინფლაციის კლებასთან ერთან აღნიშნული ინდექსიც მცირდება.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის სექტემბერში წლიური ინფლაციის დონემ 0.7% შეადგინა.
სექტემბერში საარსებო მინიმუმი 2.6 ლარით შემცირდა - საქსტატი
211
|