დიღმის საველე ჰოსპიტალში კოვიდინფიცირებული პაციენტები უკვე შეყავთ.
სამედიცინო პუნქტად გადაკეთებულ ფრენბურთის არენაზე ახლა ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებს მკურნალობენ. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა სტაბილურია . ადგილზე კიდევ 400 პაციენტის მიღების რესურსია.
საველე ჰოსპიტალში მყოფი ცხრა პაციენტიდან ერთი კოვიდკლინიკაში გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც თავისუფალი ადგილი გამოჩნდა, თუმცა დამატებით კიდევ ოთხი პაციენტი შეიყვანეს.
როგორც საველე ჰოსპიტალში აცხადებენ, 12 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც ამჟამად ადგილზე მკურნალობენ, საშუალო სიმძიმისაა და ყველა მათგანი ჟანგბადდამოკიდებულია.