თუ იაფ სტამბოლი
ავერსი შნაიდერი
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული წელსაც იმავე რეკომენდაციის გამეორება მოუხდეთ რაც შარშან სააღდგომოდ. ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
 
ჟურნალისტის კითხვაზე, შეიზღუდება თუ არა წელსაც აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნად და სასაფლაოებზე გასასვლელად გადაადგილება, როგორც შარშან ცერცვაძემ განაცხადა: "ჯერ კიდევ არის წინ ერთი კვირა, მაგრამ სავარაუდოდ, ვფიქრობ, წელსაც მოგვიწევს იგივეს გაკეთება, რაც შარშან აღდგომას გავაკეთეთ.” 
 
შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძემ ერთი წლის წინ მრევლს მოუწოდა,  სახლში დარჩენილიყვნენ და აღდგომის დღესასწაული ასე აღენიშნათ.
 
 
წყარო:რუსთავი 2 
2042