სანზონაში, საუნივერსიტეტო კლინიკის მეხუთე სართულიდან კოვიდინფიცირებული პაციენტი გადახტა.
მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც კლინიკის თანამშრომლები განმარტავენ, პაციენტი კლინიკიდან ხვალ უნდა გაეწერათ. ექიმების მტკიცებით, გარდაცვლილს არანაირი ფსიქოლოგიური პრობლემა არ ქონდა და მოხარული იყო რომ კლინიკიდან ეწერებოდა.
ამ დრომდე ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. საქმე აღძრულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.
რა გახდა მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობთ უცნობია.