სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა ეპარქიაში სამღვდელოებას 15-მდე პოლიტიკური პარტიის წევრების ზიარება აუკრძალა.
„არ შეიძლება მათი ზიარება, რადგან ჰომოსექსუალიზმი მათი რელიგიაა დღეს, სატანის რელიგია და მათი მხარდამჭერები არიან, სატანის მხარდამჭერები, ამიტომ მე ღვთისგან მოცემული ძალაუფლებით, ჩვენი დედა ეკლესიისგან მოცემული ძალაუფლებით, ჩემ ეპარქიაში კატეგორიულად გიკრძალავთ ზიარებას იმათსას, ვინც არიან იმ პარტიის წევრები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ჰომოსექსუალისტებთან კავშირს. მათ უნდა შეინანონ. უნდა გამოვიდნენ იმ პარტიიდან ან იმ პარტიამ უნდა შეინანოს და სინანულის შემდეგ შეიძლება მერე მაგის ზიარება”, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა.
ცნობისთვის, 16 მაისს 15 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ლგბტ პირთა უფლებების დაცვაზე შეთანხმდა. ეს პარტიები არიან: ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, სტრატეგია აღმაშენებელი, დროა , გამარჯვებული საქართველო, პროგრესი და თავისუფლება, გირჩი – მეტი თავისუფლება, ერთიანი საქართველო, ლელო, სამართლიანობისთვის, კანონი და სამართალი, რესპუბლიკური პარტია, გირჩი, თავისუფალი დემოკრატები და რეფორმერი.