global distribution
გარე ავეჯი
საფრანგეთმა, უკრაინას კიდევ 100 მილიონი ევროს ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება გამოუყო - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
 
"უკრაინაში რუსული აგრესიით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისის გამო, საფრანგეთმა გადაწყვიტა 100 მილიონი ევროს ფინანსური პაკეტის მობილიზება მოახდინოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის," - ნათქვამია განცხადებაში.
 
ასევე, საფრანგეთმა პოლონეთის გავლით უკრაინას უკვე გაუგზავნა 33 ტონა პირველადი დახმარებისთვის საჭირო ინვენტარი, რომელიც მოიცავს კარვებს, საბნებსა და საძილე ტომრებს.
 
ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს. 
825