jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 სამართალდამცველები, რომელთაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია სრულად ჰქონდათ დაკავებული ტერიტორიას უკუსვლით ტოვებენ.

აქციის მონაწილეები სამართალდამცავების ამ ქმედებას შეძახილებით შეხვდნენ.

სამართალდამცავების ნაწილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის მიმართულებით უკუსვლით მიდის.

რუსთაველის გამზირის მთელ პერიმეტრზე, კერძოდ კი ჭიჭინაძის ქუჩაზე, ჩიტაძის ქუჩასა და ასევე, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი და შსს-ს სხვა დანაყოფები რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ გალაგებულები. ადგილზე ასევე მობილიზებული იყო წყლის ჭავლისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის მანქანები.

73