დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მოქალაქეებს შეუძლიათ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საფლავზე გავიდნენ, თუმცა, იქ ქეიფი საჭირო არ არის. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს არც ეკლესიურად, არც ეპიდემიოლოგიურად და არც რაიმე სხვა თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის.
„საფლავზე ჩვეულებრივად გავიდეთ, როგორც წესი და რიგია, პატივი მივაგოთ ჩვენი მიცვალებულების ხსოვნას, მაგრამ საფლავზე ქეიფი საჭირო არ არის. სუფრები არა მარტო საფლავზე ვნახეთ ხომ? ჯერჯერობით, არც ეკლესიურად, არც ეპიდემიოლოგიურად თუ სხვანაირი გაგებით, საფლავზე ქეიფის მოწყობა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“,-განაცხადა იმნაძემ.