საპენსიო სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ფინ ედუსთან და ყოველწლიურად პრაქტიკულად ყველა აქტივობაში ერთვება. კამპანიები ძირითადად ფინანსური განათლების გაღრმავებას ეხება და ყველა ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" საპენსიო სააგენტოდან აცნობეს.
მსოფლიო 31 ოქტომბერს დაზოგვის დღე აღინიშნება, რომელსაც საქართველო უკვე მეთორმეტედ შეუერთდა. ამ დღის აღსანიშნად, დაიწყო ფინედუს ყველაზე მოთხოვნადი პროექტი #მოიწვიეფინედუკლასში. წლევანდელი კამპანიის ფარგლებში ფინედუს დესპანებმა, რომელთა შორისაც ამჯერად ჩართული იყო საპენსიო სააგენტოს ინვესტიციების ანალიტიკოსი გიგა ნოზაძეც. გიგამ 147-ე სკოლის მე-8 კლასელებს ტრენინგი ჩაუტარა, მათ კითხვებს უპასუხა და ფულის დაზოგვის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. სულ კამპანიის ფარგლებში, 300-მდე სკოლის 6,500-მდე ბავშვს ჩაუტარდა სახალისო და ინტერაკტიული გაკვეთილი და ბავშვებთან ერთად იმსჯელეს დაზოგვის მნიშვნელობასა და სარგებლიანობაზე.