როგორც ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიროგი ფხაკაძე წერს, საქართველში 31,321 აქტიური შემთხვევაა. აქამდე რეკორდი 2020 წლის 12 დეკემბრის 30,944 აქტიური შემთხვევა იყო და ასევე რეკორდული 53 გარდაცვლილი 2020 წლის 19 დეკემბერს.
"აგვისტოს შუა კვირა უმძიმესი იქნება საქრთველოსთვის. სამწუხაროდ ჩაკეტვისკენ მიდის საქმე არავის არ უნდა ჩაკეტვა, არავის, მაგრამ არავინ არაფერს არ აკეთებს რომ არ ჩავიკეტოთ. სამედიცინო /მეცნიერული /საზოგადოებრი ჯანდაცვის კუთხით და უბრალოდ საღი გონებით თუ იფიქრებ საქართველო იყო ჩასაკეტი 2021 წლის 1 ივლისში. ეს მაშინ როცა მე პირველმა გავბედე და ვთქვი (არსებული მტკიცებულებებზე დაფუძნებუთ) რომ საქართველოში მე-4 ტალღა დაიწყო. მართლა არ ვიცი თუ როგორ, რამდენჯერ, რა ენაზე, რა მტკიცებულებით უნდა მოგმართოთ.