janmedi
ავერსი ნემო

 სამტრედიაში მატარებლის დაჯახების შედეგად 21 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.

შემთხვევა სანავარდოს დასახლების მიმდებარედ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდა ლიანდაგის მიმდებარედ, ოჯახის წევრთან ერთად მუშაობდა, ის მოპირდაპირე მხარეს აპირებდა გადასვლას, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო.

66