რუსულ ბაზარს ამჯერად Samsung ტოვებს, რომელიც ამავდროულად 6 მილიონ დოლარს გამოყოფს ომით დაზარალებულთათვის.
Samsung-ის სმარტფონები რუსეთში ყველაზე პოპულარულია და ბაზრის 30%-ს იკავებს.
მზარდია იმ კომპანიების სია, რომლებიც რუსეთისთვის პროდუქციის მიწოდებას წყვეტენ, ნაწილობრივ სიმბოლური აქტით, ნაწილობრივ კი იმ სირთულეების გამო, რომელიც რუსეთის საფინანსო სექტორს საერთაშორისო სანქციებმა შეუქმნა, შესაბამისად ქვეყანა ინვესტიციებისა და ბიზნესებისთვის არასახარბიელო გახდა.
ცნობისთვის,ორი დღის წინ რუსული ბაზარი დატოვა Apple-მა.
რუსული ბაზარი დატოვეს ისეთმა საავტომობილო კომპანიებმა, როგორიცაა - Volvo, Ford და Mercedes. ქვეყანაში პრემიერები გააჩერა Disney, ოპერირება შეაჩერა airbnb, BP, Nike, Adidas, H&M, FedEx.