global distribution
გარე ავეჯი
როგორც ნამახვანჰესის წინააღმდეგ , რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მთავარმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, მათი სურვილი რევოლუცია არ ყოფილა. 
 
მისი თქმით, მოსახლეობასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის „უფსკრული არსებობს“. აქციის მონაწილეებს არა რევოლუცია, არამედ კონკრეტული პრობლემის მოგვარება სურთ.
 
„ჩვენ ამ ბრძოლაში არ გავჩერდებით და ეს იქნება იმდენად კანონზომიერი შერყევა, თუნდაც პოლიტიკური, რომ ეს პასუხსისმგებლობა თავიდან ბოლომდე მათზე გადაინაცვლებს. ჩვენ არ გვქონდა იმის სურვილი, რომ ხელისუფლება გადაგვეგდო, რევოლუცია მოგვეწყო. ჩვენ გვინდა, კონკრეტული პრობლემა მოვაგვაროთ და როგორც სამოქალაქო საზოგადოებამ, არჩეული ხელისუფლება ვაკონტროლოთ, ეს არის ჩვენი მიზანი“, - განაცხადა გოლეთიანმა.
1305