სამხრეთ კორეას ტაიფუნი "ჰინამნორი" უახლოვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით 361 შიდა რეისი გაუქმდა. კუნძულ ჩეჯუზე თითქმის ყველა სკოლა დაკეტილია. მოსალოდნელია, რომ ბევრი სხვა სასწავლო დაწესებულება ქვეყნის სამხრეთ რეგიონში დაიხურება და გადავა დისტანციურ სწავლებაზე.
არსებული ინფორმაციით სამშაბათს დილით ტაიფუნი ქვეყნის სამხრეთ რეგიონს უკვე მიაღწევს, ქარის სიჩქარე კი 80 კმ/სთ იქნება.